მთავარი »
2014 » მაისი » 7 » ფოთი - ვორკშოპი, რომელმაც ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა
00:48 ფოთი - ვორკშოპი, რომელმაც ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა |
|
ქალთა მშვიდობისმყოფელობა, ადამიანური უსაფრთხოების გენდერული კომპონენტები, ადგილობრივი რეალობა ქალთათვის შრომის უფლების დაცვის კუთხით, ოჯახში ძალადობისგან დაცვა - როგორც გენდერული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხი; სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება აღებული პასუხისმგებლობების მიმართ; ეკოლოგიური პრობლემები ქალაქში და ამ კუთხით სამოქალაქო აქტივობების მნიშვნელობა; დევნილთა ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის კუთხით არსებული სირთულეები; ქალთა სხვადასხვა თაობა - განსხვავებული ხედვებით ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხზე და ცხარე დისკუსიებში მიღწეული კონსესუსი.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ვორკშოპი მეოთხეა პროექტის „ქალები და გოგონები - მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში და მან კიდევ ერთხელ გახადა ხელშესახები ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებაში აწყდებიან ქალები და რომელთა გამოსწორებაც მათ მოქალაქეობრივ აქტიურობაზეც არის დამოკიდებული; საერთაშორისო გამოცდილების ფონზე გამოკვეთა ქალთა სამშვიდობო მონაწილეობის მნიშვნელობა და რეზონანსი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: ვორკშოპები |
ნანახია: 701 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |