პარასკევი, 29.03.2024, 02:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 24 » ფორუმ-თეატრი ქუთაისის ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში
10:16
ფორუმ-თეატრი ქუთაისის ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში

 

ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში უჩვეულო სანახაობა გაიმართა: ფონდი „სოხუმის"  ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობები პარკში მყოფთ  ახალგაზრდული თეატრის მუშაობის ამსახველ ჟურნალებს, ბუკლეტებსა და საინფორმაციო ფურცლებს ურიგებდნენ.

 წარმოდგენის დაწყებამდე, რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ შეკრებილთ ფორუმ-თეატრის შესახებ მოკლედ და საინტერესოდ მოუთხრო. შემდეგ ახალგაზრდა მსახიობებმა  ძალადობის ამსახველი 5 სცენა  წარმოადგინეს. მაყურებელთა შორის  უცხოელებიც (გერმანელები) იყვნენ. ფორუმ-თეატრის მსახიობმა თამუნა იოსელიანმა გერმანელებს სცენებიდან დიალოგები უთარგმნა.

 „კარგია, როდესაც ძალადობის ამსახველი სცენები მეტი თვალსაჩინოებისთვის პარკში  - საზოგადოების თავშეყრის ადგილას იმართება. ეს თავისუფლების ერთგვარი გამოხატულებაა." (გერმანელი სტუმრის კომენტარი).

„მსგავსი ცოცხალი წარმოდგენები აუცილებელია, რათა ჩვენს ირგვლივ ( ოჯახსა თუ საზოგადოებაში) არსებული ძალადობის შემთხვევები გავითავისოთ და  მათი თავიდან აცილებისთვის თუნდაც ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ" , - თამარ თუთისანი  ( 22-ე საჯარო სკოლა).

უცხოელმა სტუმრებმა ფორუმ-თეატრის სცენები ფოტოფირზე აღბეჭდეს და ფონდი „სოხუმის" იმ ვებ-გვერდით დაინტერესდნენ, რომელზეც ფორუმ-თეატრის შესახებ ინფორმაციების განთავსება ხდება.

 

პროექტი ხორციელდება „სოროსის" , ღია საზოგადოება, საქართველო.

მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 939 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0