ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 27 » ფორუმ-თეატრი ძალადობის თემაზე
00:16
ფორუმ-თეატრი ძალადობის თემაზე

გაზაფხულის გრილი დღე იდგა...

როგორც ყოველთვის, ლექციის შემდეგ სტუდენტები უკვე სახლში წასვლას აპირებდნენ. ამ დროს, უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა და... შეჩერდნენ.

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი წარმოდგენას მართავდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

წარმოდგენა დაიწყო.  მაყურებელთა რიცხვი თანდათან გაიზარდა. მონაწილეებმა თავიდანვე აუღეს ალღო ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და თითოეული სცენარის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.

- ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს მესამე პირი, წარმოდგენილ სცენარში დედამთილი და მული ნეგატიურ როლს თამაშობენ და ხელს უწყობენ ოჯახური კონფლიქტების განვითარებას.

„უფრო თამამებმა" მსახიობის როლიც მოირგეს და თითოეულ სცენარს პოზიტიური გაგრძელება მისცეს.

მსგავსი წარმოდგენა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, World Vision-ის ოფისშიც  გამართა მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

 წარმოდგენილი  სცენარების განხილვაში მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1255 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 2.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0