კვირა, 24.11.2024, 01:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 31 » ფონდი „სოხუმი“ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვაზე
23:31
ფონდი „სოხუმი“ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვაზე

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებში, სადაც განიხილებოდა  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.

ორგანიზაციის პრინციპული პოზიცია, მონაწილეობა მიეღო კანონპროექტის განხილვებში, ყველაზე მეტად განპირობებული იყო იმით, რომ, პროექტის თანახმად (საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე), კანონს ემატება ნორმები, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმები ოჯახში ძალადობის წნააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში, რაც, შეიძლება, მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და ანალიზს, მედიაციას, ადგილებზე მსხვერპლთა თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების მოწყობას, ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას და სხვა.

სხდომაზე მოგვეცა საშუალება, დაგვესაბუთებინა სხვა სახელმწიფო რგოლებთან და სოციალურ ინსტიტუტებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვის აუცილებლობა ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის, ძალადობის შემთხვევების მართვის საკითხში.

ფონდი „სოხუმი" სხვადასხვა დონეზე, წლებია, აყენებს საკითხს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის, განსაკუთრებით, ძალადობის მხვერპლთა დახმარების კუთხით განხორციელებულ საქმიანობებში აუცილებელია ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებული მათი დაცვისა და დახმარების ღონისძიებები, სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტების მუშაობაში ადგილობრივი ხელისუფლების მოაზრება, როგორც ერთ-ერთი მაკოორდინირებელი რგოლისა. ფონდის პრინციპული პოზიციაა, რომ ეს  იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. ყოველივე ამის უზრუნველყოფა კი შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა  აღნიშნულ კანონპროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონის მიღება იქნება ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკური ნება, ხაზი გაუსვას სახელმწიფოს პირდაპირ  პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარების კუთხით. ფონდს დაგეგმილი აქვს, გააგრძელოს მუშაობა კანონპროექტის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კამპანიის მიმართულებით. 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0