პარასკევი, 19.04.2024, 04:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 31 » ფეისბუქის გვერდი - საყვარელი „ადგილი“ მოსაზრებების გამოხატვისთვის
18:56
ფეისბუქის გვერდი - საყვარელი „ადგილი“ მოსაზრებების გამოხატვისთვის

ფეისბუქი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია როგორც პირადი ურთიერთობისათვის, ასევე საკუთარი პროდუქციის თუ საქმიანობის რეკლამისთვის, თანამოაზრეების მოსაზიდად.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულმა ქსელმა შექმნა საკუთარი ე. წ. „ფეისბუქის ლაიქ“ გვერდი, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული, განსაკუთრებით  ახალგაზრდებში. გვერდი ყოველდღიურად ზრდის მომხმარებელთა რიცხვს.

ყოველთვიურად ჩვენ ვაკეთებთ აღნიშნული გვერდის ანალიზს, ვეხმაურებით მომხმარებელთა ინტერესებს, რაც გვაძლევს საშუალებას, მუდამ გვქონდეს კონტაქტი ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან.

მარტი ახალგაზრდულმა ქსელმა დაუთმო მუშაობას ქალთა უფლებებზე, მათ როლზე ჩვენს ქვეყანაში. ფონდი „სოხუმის“ ექვსივე ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება და მათზე ინფორმაციები განთავსდა ფეისბუქის გვერდზე. ამ პუბლიკაციებს მოყვა განხილვა და კომენტარები.

ბიჭების უმრავლესობის აზრით, ქალთა უფლებები არ ირღვევა, რადგან ყველას აქვს საშუალება, იცოდეს საკუთარი უფლება და დაიცვას კიდეც, რაზეც საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამენ გოგონები და პასუხობენ მაგალითებითა და პირადი გამოცდილებით.

კიდევ ერთი აქტუალური განსჯის საგანი იყო თემა: „ახალგაზრდული პროექტები რეგიონებში, რომლებიც არ ფინანსდება“. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია დააფინანსოს სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტი, მაგრამ შეგნებულად არ ითვალისწინებენ ახალგაზრდების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

ეს და არა მხოლოდ ეს თემები ახალგაზრდებისთვის აქტუალურია და ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქის გვერდი მათთვის ერთ-ერთი საყვარელი „ადგილია“ მოსაზრებების გამოხატვისათვის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 719 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0