მთავარი »
2014 » მაისი » 28 » ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭომ კვლევის შედეგები შეაჯამა
00:30 ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭომ კვლევის შედეგები შეაჯამა |
|
ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭომ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები შეაჯამა: ქალთა რომელი ჯგუფების საჭიროებები გამოიკვეთა, რაში ხედავენ რესპონდენტები ქალების, ახალგაზრდების, შშმ ჯგუფების, ხანდაზმულების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერისა და განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე, განაზოგადეს კვლევის შედეგები შეიმუშავეს წინადადებები და რეკომენდაციები. ასევე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ნატალია თოდუამ, რომელმაც მონაწილეებს საბჭოს გამოცდილება გაუზიარა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 745 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |