მემორანდუმი
ჩვენ, ქალები, იძულებით გადადგილებული პირები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, 2010 წლის 4 მარტს ქუთაისში, „საქართველოს ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირისა" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" ინიციატივით ჩატარებული მრგვალი მაგიდის, „ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში" მონაწილეები ვაცნობიერებთ, რა ქალთა მონაწილეობის უცილებლობას საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
მიგვაჩნია, რა, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოზიტიურად იმოქმედებს საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე;
ვაცნობიერებთ და ვადასტურებთ, რა ქალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის უსაფრთხოების, ნდობის აღდგენის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, პრევენციისა და მშვიდობისმშენებლობის საქმეში;
ხაზს ვუსვამთ, რა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ძალისხმევაში ქალების თანასწორ მონაწილეობას და მათი როლის გაზრდის აუცილებლობას კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოგვარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში;
ვადასტურებთ , რა ქალთა რესურსის ინტეგრაციის აუცილებლობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე
ვაფუძნებთ ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და ნდობის აღდგენის პროცესებში ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა
და გამოვთქვამთ სურვილს, შევუერთდეთ ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" და ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარი მოვახმაროთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობისმშენებლობას.
ქალთა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" ეფუძნება თანასწორუფლებიანობის პრინციპებს და ამ მოძრაობას შეუძლია ნებისმიერი ქალი, რომელსაც სურვილი აქვს, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პროცესებში და ხედავს ამ მიმართულებით ქალთა რესურსების ინტეგრაციის აუცილებლობას.