მთავარი »
2012 » მაისი » 2 » ქალები მშვიდობის ძიებაში
11:12 ქალები მშვიდობის ძიებაში |
|
ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო ბიბლიოთეკა კიდევ ერთი პუბლიკაციით გამდიდრდა. პუბლიკაცია „ქალები მშვიდობის ძიებაში" ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის შემაჯამებელი დოკუმენტია - საქართველოში მცხოვრებ ქალთა შეხედულება მშვიდობიან მომავალზე. პუბლიკაციის ავტორია ეკატერინე გამახარია, ადამიანის საერთაშორისო უფლებების მაგისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი კონსულტანტი და მწვრთნელი.
პროექტი განახორციელეს კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა" და აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ შვედეთის საერთაშორისო ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით.
ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის გრძელვადიანი მიზანია გენდერული მიდგომის დამკვიდრება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში.
პუბლიკაცია ხუთი ნაწილისაგან შედგება და ის გამოიცა ქართულ (სრული ვერსია), რუსულ და ინგლისურ ენებზე (შემოკლებული ვერსიები).
|
|
კატეგორია: პუბლიკაციები |
ნანახია: 1063 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |