მთავარი »
2014 » მაისი » 20 » კვლევის ანალიზი და გამოკითხვის შედეგები - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე
11:05 კვლევის ანალიზი და გამოკითხვის შედეგები - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე |
|
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომაზე გაკეთდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის საერთო ანალიზი.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა კი საბჭოს წევრებს გააცნეს ორი გამოკითხვის შედეგები: ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში ბულინგის პრობლემასთან დაკავშირებით და ქუთაისის 13 საბავშვო ბაღში გენდერულ საჭიროებათა გამოვლენის კუთხით (საჯარო სკოლებში გამოკითხულ იქნა 50 პედაგოგი, 50 მშობელი, 50 მოსწავლე, ხოლო საბავშვო ბაღებში - 65 მასწავლებელი და 65 მშობელი).
საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატს გაეგზავნება წერილი, რომელშიც დაფიქსირდება ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები, ქუთაისის ბაღებსა და სკოლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რათა მათ ყოველივე ეს გაითვალისწინონ თავიანთ პროგრამებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 825 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |