მთავარი »
2014 » მარტი » 4 » „გვეგონა, რომ მოსაწყენი იქნებოდა, მაგრამ დაგვაინტერესა“ - შეხვედრა სკოლაში
22:12 „გვეგონა, რომ მოსაწყენი იქნებოდა, მაგრამ დაგვაინტერესა“ - შეხვედრა სკოლაში |
| ბავშვთა უფლებები - ამ თემას მიეძღვნა
შეხვედრა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა მეექვსე-მეშვიდე კლასების
19 მოსწავლე. მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა ბავშვის მოვალეობებზე, ძალადობაზე, ალკოჰოლიზმზე.
ყველას მიეცა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.
მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა ფონდი
„სოხუმის" ფსიქოლოგმაც. თემა „მოზარდთა სოციალიზაცია" საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.
„თავიდან გვეგონა, რომ მოსაწყენი
იქნებოდა, მაგრამ დაგვაინტერესა. ასე არავინ გველაპარაკება არც სახლში, არც სკოლაში.
ბევრი რამ ახალი გავიგეთ ჩვენს მეგობრებზე, ურთიერთობებზე", - აღნიშნეს ბავშვებმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 740 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 5.0/1 |