პარასკევი, 26.04.2024, 23:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » დისკუსია ფილმის შემდეგ
17:03
დისკუსია ფილმის შემდეგ

სტუდენტები უჩვეულო ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში მათთვის აჩვენეს ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს" (ფილმი ახალგაზრდებმა გადაიღეს ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერით).

ფილმი ოჯახში ძალადობასა და მის ტრაგიკულ შედეგებზეა...

ფილმის ნახვის შემდეგ სტუდენტები ნელ-ნელა ჩაერთნენ დისკუსიაში. განსაკუთრებით გოგონები აქტიურობდნენ, რადგან, მათი აზრით, ძალადობას არავინ არ უნდა შეურიგდეს.

ახალგაზრდა მამაკაცთა ნაწილი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ ისინი ქალებზე მაღლა დგანან და ქალი უსათუოდ მორჩილი უნდა იყოს.

თუმცა არაერთხელ გაიჟღერა ფრაზებმა: „სიყვარულით შექმნილ ოჯახში ძალადობის ადგილი არ არის", „ქალის უფლებები უკანა პლანზე არ უნდა იყოს გადაწეული".

„ეს სიტყვები ეხმიანება კამპანიის წლევანდელ სლოგანს, რომ ბედნიერი ოჯახი ბედნიერი სახელმწიფოს და, საერთოდ, მშვიდობიანი მსოფლიოს საწინდარია", - აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილე ანა ლეფსაია.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 979 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0