მთავარი »
2014 » მარტი » 21 » დაბალი თვითშეფასება - ოჯახური კონფლიქტების ჭრილში
13:26 დაბალი თვითშეფასება - ოჯახური კონფლიქტების ჭრილში |
|
11, 13 და 21 მარტს წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია.
შეხვედრების მონაწილე 36 ქალბატონმა იმუშავა ტესტებზე თვითშეფასების ხარისხის გამოსავლენად, რაც მიესადაგებოდა თემებს: „დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი, როგორც კონფლიქტების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი“ და „დაბალი თვითშეფასება და ეჭვიანობის სინდრომი - ოჯახური კონფლიქტების ჭრილში“.
თემა და ტესტირებაც ქალებისთვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. ბევრმა გააანალიზა საკუთარი ტესტის არასახარბიელო შედეგები და ასევე ის რისკ ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იქნას ქალთა დაბალი თვითშეფასების შედეგად. გაჩნდა უამრავი კითხვა. ქალებმა მიიღეს რჩევები ფსიქოლოგის მხრიდა. ამ რჩევების გამოყენების შემდეგ ბევრი მათგანი აიცილებს თავიდან მოსალოდნელ კონფლიქტებსა თუ პრობლემებს პირად და ოჯახურ ურთიერთობებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 764 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |