ოთხშაბათი, 24.04.2024, 21:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 30 » ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს იწყებს
13:35
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს იწყებს

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ თავისი მორიგი შეხვედრა თვითმმართველობის გენდერული ანალიზისთვის მოსამზადებელ საქმიანობას მიუძღვნა. განისაზღვრა სფეროები, რომელთა მონიტორინგი უნდა ჩატარდეს; ის, თუ  ვინ იქნება ჩართული პროცესში; როგორ და  რა ვადებში მოხდება ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

საბჭოს სხდომას შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც დაინტერესდა  საბჭოს საქმიანობით, უპასუხა საბჭოს წევრების შეკითხვებს თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 ამ დღეს დაემთხვა კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები სიამოვნებით შეუერთდნენ: საბჭოს წევრის, ბათუმის საპატიო მოქალაქის, პროფესორ რამაზ სურმანიძის წიგნის „გრიგოლ ვოლსკი“ პრეზენტაცია, რომელიც თვითმმართველობის მიერ იყო მხარდაჭერილი და ქალაქისათვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 814 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0