მთავარი » 2011»ნოემბერი»11 » ამომრჩეველ ქალთა ლიგის შეხვედრა ახალი პროექტის ფარგლებში
10:16
ამომრჩეველ ქალთა ლიგის შეხვედრა ახალი პროექტის ფარგლებში
ფონდი „სოხუმის" ოფისში შეიკრიბნენ
ამომრჩეველ ქალთა ლიგის რვა კლუბის ლიდერებიდა განიხილეს
მომავალი ერთწლიანი მუშაობის სტრატეგია ახალი პროექტის ფარგლებში (მხარდაჭერა
- დემოკრატიისეროვნულიფონდი- NED).
საინტერესო
წინადადებები დაფიქსირდა მონაწილეების მხრიდან - კლუბებში შეიქმნას საზოგადოებასთან
და პოლიტიკურ პარტიებთან მომუშავე ჯგუფები,თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან და მასმედიასთან, მუდმივი ინფორმაციის
გაცვლა კლუბებს შორის, ლიგის მუშაობის შესახებ ბროშურის გამოცემა, სხვადასხვა ღონისძიებებში
ლიგის წევრებისმონაწილეობის ხელშეწყობა და
სხვა.
ლიგის
მუშაობის უმთავრესი მიზანია ამომრჩეველ ქალთა გავლენის გაზრდა და დიალოგის გაფართოება
ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.
კლუბებისწარმატება იძლევა საფუძველს, რომ მიმდინარე პროექტის
განხორციელებაც ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში ქალთა როლის ამაღლებაზე, რაც მიგვიყვანს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებამდე.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)