შეხვედრას აფხაზეთიდანდევნილი დაადგილობრივი ქალბატონები ესწრებოდნენ - მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ. მათ დიდი სურვილი აქვთ, კვლავაც აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს რეზოლუცია 1325-ს და ისაუბრეს საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის შესახებ „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
ცხარე დისკუსია გაიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. ითქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ხშირია, თუმცა მასზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.
კლუბზე განსაკუთრებით აქტუალური იყო არჩევნების თემა. ქალბატონებმა მომავალ არჩევნებში აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მათი თქმით, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო კომისიის წევრები.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)