შაბათი, 20.04.2024, 04:44
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში
13:02
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში

გაზეთ „ხობის მოამბის" რედაქციის შენობაში შეკრებილი ქალბატონები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროქტის შესახებ.

აღინიშნა, რომ პროექტის გეოგრაფია წელსაც მოიცავს დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქს, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობა  იქნება ბევრად უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი. შეხვედრებზე განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები. ჩამოყალიბდება ადვოკატირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბლოკები. კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველთვიურად დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად.

ქალბატონები გაეცნენ გაეროს რეზოლუციას 1325 - აღნიშნული დოკუმენტი  წევრ ქვეყნებს პოლიტიკაში  ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

იმ დღესვე გაკეთდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებაც, რაც რეზოლუცია 1325-ის ერთგვარი გამოხმაურებაა.

ხობელმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ 16-დღიან  კამპანიაში, როგორც წინა წლებში, წელსაც აქტიურად ჩაერთვებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 898 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0