განახლებული კლუბის შეხვედრა ახალ ადგილას, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში გაიმართა.
იმ დღეს კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ, რომლის მიზანია ქალთა როლის ამაღლება დემოკრატიულ პროცესებში. აღნიშნეს, რომ მუშაობაში თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან.
კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ". გაეცნენ გაეროს რეზოლუციას 1325. აღნიშნული ინფორმაციები მათ იმ დღეს ჟორდანიას ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ადამიანებშიც გაავრცელეს - დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, ჟურნალი „ქალთა ხმა პოლიტიკაში". 16-დღიანი კამპანიის თაობაზეც ესაუბრებოდნენ მოქალაქეებს და
25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ქობულეთის ნომერ მეორე ბაგა-ბაღის გათბობის საკითხი დასვა. სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ლამარა ქათამაძემ აღნიშნა, რომ პრობლემა აუცილებლად გადაწყდება.
როგორც შევიტყვეთ, ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა შეშა და ბავშვები ზამთარს თბილად გაატარებენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |