წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში" ლიდერთა სკოლის მოსწავლე მარიკა მამარდაშვილმა ჩაატარა აქცია საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში. აქციას ესწრებოდა ახალგაზრდობა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია აქციის მნიშვნელობაზე, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, ცისფერი ბუშტები.საკონცერტო დარბაზში ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული პოსტერები გააკრეს.
აქციაში მონაწილე ახალგაზრდობა მიმდინარე საერთაშორისო კამპანიასთან დაკავშირებით ნაკლებად იყო ინფორმირებული. აქციამ მონაწილეები ძალიან დააინტერესა.
25 ნოემბრის სკვერში სამი საათისთვის უკვე ტევა არ იყო.
„არასოდეს დაუშვათ ქალთა მიმართ ძალადობა!" - ეს ერთ-ერთია იმ სლოგანთაგან, რომლითაცმდუმარე აქციის წარმომადგენელებმასაზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებმა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა, პედაგოგებმა.
აქციის შესახებ ტელეარხებითა და რადიოთი გასულმა სიუჟეტებმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ „ძალადობაბოროტებაა!"
აქციის მონაწილეთა დიდი უმეტესობა ახალგაზრდა იყო. ამან განსაკუთრებულობა შესძინა 16-დღიანი კამპანიის პირველი დღის ღონისძიებას, რადგანაც, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ბოროტება და უზნეობაა.
აქციაზე, რომელიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჩაატარა, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქალაქის ინტელიგენციამ, დევნილებმა.
ყოველი მათგანი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობას წინ უნდა აღუდგეს არა მარტო აქციის დღეს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
ზუსტად სამ საათზე ჩაერთო ხობი 16-დღიან კამპანიაში, რომლის წლევანდელი სლოგანია „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე!"
აქციის მონაწილენი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ შეიკრიბნენ ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის თაოსნობით.
აქციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალთა უფლებების დაცვის გლობალური მოძრაობის მნიშვნელობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალადობრივი მენტალიტეტის გარდაქმნისათვის.
აქციას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი სალომე ქაჯაია.
რეგიონული თუ რესპუბლიკური მასმედიის წარმომადგენლებისათვის გასაგები იყო ფონდში შეკრების მიზეზი, რადგან ჟურნალისტებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კარგად იციან, რას ნიშნავს 25 ნოემბერი და 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
შეკრებილთ გადაეცა კამპანიის ატრიბუტები და კალენდარული გეგმა. ყოველმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობას მიიღებს და გააშუქებს მედიაში სხვადასხვა ღონისძიებას.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთობლივი მონდომებით ხონის ცენტრში 40-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ხალხმრავალი აქციით გამოეხმაურნენ საერთაშორისო კამპანიას ხონში მცხოვრებნი, მათ შორის დევნილები. მათ აერთიანებთ მისწრაფება - ბოლო მოეღოს ასე გავრცელებულ ძალადობასქალთა მიმართ.
აქცია ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზატორობით ჩატარდა,მაგრამ მან გააერთიანა ზუგდიდში მოქმედი ქალთა ორგანიზაციები: ასოციაცია „მერკური", „იმედი", სამეგრელოს გენდერული ქსელი, „სამეგრელო-მედეა".
მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა რადიო „ათინათიდან" და TV - მაესტროდან.
აქციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შიდსით დაავადებულთა ფონდის მხარდაჭერა, რადგან 16-დღიანი კამპანიის ერთი დღე - 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.