სენაკის ქალთა მხარდაჭერისცენტრის ოცდაშვიდიაქტიური ქალიდა ლიდერთასკოლის გოგონა აქცია - მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბა, რათა მთელი მსოფლიოს ქალების მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს ლალი გულუას, ნანა ნინუასა და ლია ღვამბერიას საინტერეო საუბრები მსოფლიოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით; იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ და იბრძვიან მსოფლიოს ქალები თავიანთი უფლებებისათვის,გენდერული ბალანსის დასაცავად და მშვიდობის მშენებლობისათვის. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქალთა ერთიანობის მნიშვნელობას.
მრგვალ მაგიდაზე განიხილესლიდერი გოგონების მიერ სენაკშიჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს რვა მარტი ქართველი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" შედეგები.
სამასზე მეტმა ქალმა
მიიღო მონაწილეობა აქციაში. წარმატებით ჩაიარა ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებულმა მრგვალმა მაგიდებმა
დასავლეთ საქართველოს მასშტაბით (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი,
ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი
მიძღვნილი აქციის ფარგლებში.
აღნიშნული ქალაქების ამომრჩეველ ქალთა კლუბების და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიურმა წევრებმა
წარმოადგინეს მოხსენებები ქალთა მსოფლიო სოლიდარობის დღესა და საქართველოში ქალთა
მოძრაობასთან დაკავშირებით.
აქცია - მრგვალი მაგიდები,
რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი8
მარტის, როგორც განსაკუთრებული დატვირთვის მქონე დღესასწაულს,ადგილობრივმა მედიამაც გააშუქა.
"ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა
და მიზნებს” - ამ სლოგანითხურჩის ქალთა მხარდაჭერის
ცენტრის ქალები ფონდი "სოხუმის” მიერ ქალთა საერთაშორისო დღის -8მარტისადმი
მიძღვნილ აქცია-მრგვალ მაგიდას შეუერთდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმა წევრებმა
გააკეთეს მოხსენებები ქალთა საერთაშორისო დღესა და ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით.
შეკრებილმა ქალბატონებმა დიდი
ინტერესით მოისმინეს წარმოდგენილი მოხსენებები. აქცია-მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა
საკუთარი აზრი გამოხატეს ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
საკითხების მიმართ.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში 8 მარტმა
ახალი დატვირთვამიიღო- მასხშირად იყენებენ ქალთა უფლებების ადვოკატირების, გენდერული სამართლიანობის
საკითხის განხილვის, მშვიდობისმშენებლობისა
და ამ საკითხებში ქალთა სოლიდარობის თემებისათვის.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი"
ემზადება მთელს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი,
სენაკი, ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა სერთაშორისო სოლიდარობის დღის -
8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდების გასამართავად.
ფონდის აქტივისტები ათ
დასახლებულ პუნქტში ჩაატარებენ მრგვალ
მაგიდებს, რომლებზეც ქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის
ისტორიებზე მოხსენებებს მოისმენენ; ფონდის ახალგაზრდა აქტივისტები მონაწილეებს
ჩატარებული გამოკითხვის- „რას ნიშნავს 8
მარტი ქართველი ქალებისათვისდა როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" - შედეგებს
გააცნობენ; იგეგმება ფონდის შეკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება,
რომლებიც სხვადასხვა სფეროში ქალთა მონაწილეობის საკითხებს აშუქებენ.
ვინაიდან, დღის მთავარი სადისკუსიო საკითხი და
თემა- ქალთა სოლიდარობის თემაა, მრგვალი
მაგიდების აქცია ერთიანდება ერთი სლოგანით - „ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა და მიზნებს".
ფონდი „სოხუმი" შეუერთდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება".
კამპანიის ფარგლებში 23 თებერვალს, 13 00 საათზე, საქართველოს 8 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია კამპანიის მიზნებზე, საზოგადოებას გააცნეს საფრთხეები, რომელსაც შეიცავს დეკემბრის ბოლოსმიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ექსპერტების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც განსახილველად წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
საიას ქუთაისის ფილიალის მიერ აკაკის უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო აქციაზე ფონდის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და შეიცავს მოთხოვნას, შეიცვალოს დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა.
16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს ქუთაისში დაგეგმილი
იყო ველოსიპედისტებისაქცია. უამინდობის
გამო აქციამ სასურველი მასშტაბი ვერ მიიღო, თუმცა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე
შეკრებილებმა (ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა) გამვლელთა
ყურადღება მიიპყრეს სლოგანებით და თავიანთი დამოკიდებულებაც გამოხატეს ტელეკომპანია
„რიონისათვის" მიცემულ ინტერვიუებში.
10 დეკემბერი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო
დღე და კამპანიის ბოლო დღეა.
ფონდმა „სოხუმმა" კამპანიის დროს ჩატარებული 130-ზე
მეტი ღონისძიებით ათასობით ადამიანს შეახსენა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა
ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა და მას ერთიანი ძალისხმევით უნდა
დავუპირისპირდეთ.
ქუთაისში ცენტრალურ მოედანსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიდერთა სკოლის პირველკურსელებმა და აქტივისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აქცია ჩაატარეს.
აქტივისტები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ბუკლეტებსა და ცისფერ ბუშტებსარა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსა და ბავშვებსაც ურიგებდნენ.