ხუთშაბათი, 28.11.2024, 01:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის შენობაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრმა ოცდახუთმა ქალბატონმა ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ აქცია-მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა. აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანობა ქალთა უფლებების დაცვისათვის, ძალადობისა და ტრეფიკინგის  წინააღმდეგ ბრძოლაში.

 კლუბის აქტიურმა წევრებმა აქცია-მრგვალ მაგიდაზე ქალთა დღესთან დაკავშირებით მომზადებული ოთხი თემა წარმოადგინეს: „8 მარტის დაარსების ისტორია" (ირმა კახიძე), „ქალთა მოძრაობის ისტორია საქართველოში" (მანანა როყვა), „ როგორ აღნიშნავენ ქალები  8 მარტს საქართველოში" (თამილა ქათამაძე),   „ქალი" (თეო ჯაში). აღნიშნულმა თემებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1413 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2012

 

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები და ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები შეიკრიბნენ,  რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ თავიანთი სოლიდარობა მთელი მსოფლიოს ქალთა უფლებებისა და გენდერული სამართლიანობის დაცვის მიმართ. კლუბის აქტიური წევრები - ნატა თოდუა, ანჟელა ჩიხლაძე და გულნარა ლაკერბაია  აქციის მონაწილეებს ქალთა საერთაშორისო დღესა და საქართველოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრნენ.

- ქალთა სოლიდარობის დღეს განსაკუთრებული განწყობით ვხვდები. მიმაჩნია, რომ  ყველა ქალმა უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ქალბატონებს წარმატებებს ვუსურვებ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში! - მანანა კიკაბიძე, ამომრჩეველ ქალთა კლუბის, ასევე ქუთაისის საკრებულოს წევრი.

-ქალბატონებო! დაე, თქვენი სიცოცხლე სითბოთი, სიკეთით და სიხარულით იყოს გაჯერებული,  სიყვარულით გეცხოვროთ!- კლუბის აქტიური წევრი ნატა თოდუა.

აქცია-მრგვალი მაგიდა ადგილობრივმა ტელეკომპანია „რიონმა" გააშუქა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 947 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2012

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე - 8 მარტი ოზურგეთშიც  უჩვეულოდ აღინიშნა. ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცდაშვიდმა წევრმა ქალთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების მხარდაჭერა აქცია - მრგვალი მაგიდის სახით გამოხატა. კლუბის აქტიურმა წევრებმა წიკითხეს მოხსენებები ქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის თემებზრე: „8 მარტის დაარსების ისტორია"  (ქეთევან ქადიეშვილი (თემა გამდიდრებული იყო ფოტო-მასალით), „ ქალთა მოძრაობის ისტორია საქართველოში" (ნინო ნიკოლაიშვილი), „როგორ აღნიშნავენ  ქალთა დღეს საქართველოში" -( მარინა კიპაროიძე).

კატეგორია: აქციები | ნანახია: 902 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცდახუთი  წევრი ქალთა საკითხებზე თემების განხილვით შეხვდა.

„8 მარტი - ისტორია და დღევანდელობა" (ნატო ბიგვავა );  „მსოფლიოს ლიდერი ქალბატონები" (გულნაზ ღადუა); „როგორ აღნიშნავენ ქალები 8 მარტს საქართველოში" (დოდო ღადუა). 

შეხვედრაზე აქცენტი ქალთა სოლიდარობაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ 8  მარტს, მსოფლიოს ყველა ქალი კიდევ ერთხელ უცხადებს პროტესტს ქალთა უფლებების დარღვევასა და ქალთა მიმართ ძალადობას!

აღნიშნული ღონისძიებით ადგილობრივი პრესაც დაინტერესდა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 913 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმა  წევრებმა, ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერით, ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდა ჩაატარეს. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები თემებზე: „ ქალთა მოძრაობა საქართველოში" (ნანა კოპალიანი),  „ 8 მარტი - ისტორია და დღევანდელობა"(ლაურა ჯიმშელეიშვილი), „როგორ აღნიშნავენ ქალები 8 მარტს საქართველოში" (მარიკა მამარდაშვილი).

მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა ქალთა უფლებებსა და გენდერული სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 878 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012

ზუსტად 3 საათზე ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები და ქალთა კლუბის წევრები შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის" მიერ   ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ აქციას-მრგვალ მაგიდას, სადაც  ქალთა  საერთაშორისო დღისა და ქალთა მოძრაობის ისტორიასთან დაკავშირებული მოხსენებები წაიკითხეს ლელა ლომიძემ, ელისო ჯიქიამ და შუშანა მირცხულავამ. აღნიშნული დღის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

ძალიან საინტერესო იყო აქტივისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს 8 მარტი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას ?", - შედეგები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 961 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012

ქალთა სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ ერთობლივ აქცია-მრგვალ მაგიდაში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის  ოცდაჩვიდმეტმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. აქტიურმა ქალბატონებმა ანა კვარაცხელიამ, ნელი და დარეჯან უნგიაძეებმა მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით მოხსენებები გააკეთეს. აქციაში  ჩაერთნენ  ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის გოგონები.

"სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის შეხედულებები..."

კატეგორია: აქციები | ნანახია: 904 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0