წყალტუბოში, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების მიერ აქცია
ყოველწლიურად ტარდება.
ამჯერადქალაქის
ცენტრალურ პარკშიდაიწყო სამ საათზედა ერთი საათი გაგრძელდა.
აქციის მონაწილე იყო 30 მეტი ადამიანი - ამომრჩეველ ქალთა
კლუბის წევრები, ლიდერთა სკოლის გოგონები და ის ქალბატონები, რომლებიცესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ
ღონისძიებებს.
აქციაზე მობრძანდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის
წარმომადგენლები.
აქციის დროს დარიგებულმა საინფორმაციო მასალებმა (პოსტერი,
ბუკლეტი, კალენდარი) და მოწოდებებმა - დააინტერესა არა მარტო ქალები, არამედ
ახალგაზრდა მამაკაცებიც.
16-დღიანი კამპანიის პირველი დღე ხურჩის ქალთა მხარდაჭერის
ცენტრშიც აქციით აღინიშნა. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ქალებმა ვერ შეძლეს
გადმოსვლა, ამიტომ სოფლის ცენტრში მხოლოდ ხურჩელი ქალები შეიკრიბნენ.
თუმცა აქ ყველაზე მცირერიცხოვანი აქცია მოეწყო, მან მაინც
მიაღწია მიზანს - განაგრძო ის მენტალური ცვლილებები, რომელთაც ფონდი „სოხუმის"
ღონისძიებები უწყობს ხელს.
„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!" - ეს
მოწოდება განსაკუთრებულ ძალას იძენს საზოგადოებაში, სადაც ქალი ხშირად ხდება
ძალადობის მსხვერპლი.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრის წინ ჩატარებულ აქციაში მონაწილეობდნენ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. აქციას ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეებს დაურიგდათ ფონდ „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები.
მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღებამიიპყრო აქციის მთავარმა ლოზუნგმა - „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე" და აქციის მთავარმა ატრიბუტმა - ცისფერმა შარფმა, რომელიც საჩუქრად გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ ქალბატონებს.
31 ოქტომბერი. მოსაღამოვდა. ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" სკვერში, რომელიც 25
ნოემბრის სახელს ატარებს, ქალები შეიკრიბნენ.
ყველას მწვანე ლენტი ეკეთა და ანთებული სანთელი ეჭირა. სანახაობა თითქოს
რომანიტიკულს ჰგავდა, მაგრამ რომანტიკისაგან შორს იყო.საერთაშორისო აქციის შინაარსი „არ არის ქალი -
არ არის მშვიდობა!"
ერთ-ერთი მოწოდება ავღანელი ქალების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა, რადგანაც
მათ, როგორც ყველა ქალს, უფლება აქვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიანი,
დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში.
აქცია 31 ოქტომბერს - გაეროს რეზოლუცია 1325-ის მიღების დღეს გაიმართა.
რეზოლუციის მიღებიდან 11 წელი გავიდა, მაგრამ ქალთა პოტენციალი კვლავაც
გამოუყენებელი რჩება პოლიტიკაში, სამშვიდობო პროცესებში...
„ავამოქმედოთ რეზოლუცია 1325 - მშვიდობისა და თანასწორობისათვის" - აქციის
მეორე მოწოდება მესიჯია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს უშლის ქალის ჩართვას
საქვეყნო საქმეებში.
ერთსაათიანმა აქციამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მნიშვნელოვანი იყო მისი
რეზონანსი მასმედიის საშუალებით (რეპორტაჟები გადასცა ტელეკომპანია „რიონმა",
პირველმა არხმა და „იმედმა", რადიო „თავისუფლებამ").
31 ოქტომბერს აქცია ერთდროულად ჩატარდა წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში,
ოზურგეთში, ბათუმში, ხურჩაში, სენაკში, ფოთში.
თითქმის ყველგან წვიმდა, მაგრამ ქალები ერთი საათის განმავლობაში მაინც არ
დაშლილან.
ორასამდე ქალმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საერთაშორისო
ქალთა მოძრაობისადმი, რომლის მთავარი მიზანია მშვიდობა დათანასწორობა.
26 ივლისს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ ვანის კურორტ „ამაღლებაში". მათ ხანძრის შედეგად დაზარალებული აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი მოინახულეს.
დევნილებს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცათ ტანსაცმელი, სათამაშოები, მსუბუქი საბნები, ჰიგიენის საშუალებები( საპონი, შამპუნი და სხვა). აღნიშნულიდახმარება დევნილთათვისარასამთავრობო ორგანიზაცია - „WORLD VISION"-მა (ქუთაისის ფილიალი - დავით ჩხობაძე) გამოყო.
სააქციო საზოგადოება „ორგტექნიკამ" დაზარალებულ 12-ივე ოჯახს საჩუქრად გაუგზავნა სხვადასხვა სახეობის „კავკასიური ელიტური ჩაი".
დევნილები მადლიერებას გამოხატავენ იმ სამთავრობო თუ არასამთავრობოსტრუქტურების მიმართ, რომელთაც დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინეს(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სოროსის ფონდიდა ფონდი „სოხუმი", WORLD VISION).
აღსანიშნავია, რომჯერ კიდევ უმძიმესია ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა-ისინი დევნილ ოჯახებს აფარებენ თავს, რამდენიმე მათგანი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.
დევნილები, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა,ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავენ: მათ უკვე დაათვალიერეს ფოთში დევნილთათვის აშენებული ბინები. ვარაუდობენ, რომ მათი განსახლება ფოთში უახლოეს მომავალში-აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი საერთაშორისო - საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
მიმდინარე წელს კამპანიის 20 წლისთავი აღინიშნება. კულტურულ ჰუმნიტარული ფონდი „სოხუმი" ყოველწლიურადაქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კამპანიაში.
კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ზუგდიდში, ხობში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ოზურგეთში,სენაკში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მდუმარე აქციები სლოგანით - „ძალადობა ბოროტებაა!"
ქუთაისი
ქუთაისში აქცია ზუსტად 13 საათზე დაიწყო. ფონდმა „სოხუმმა" შეფობა აიღო ქუთაისის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერზე, რომელსაც ფონდის ინიციატივით „25 ნოემბრის სკვერი ეწოდა".
კამპანიის ფარგლებში სწორედ ამ სკვერში გაიმართა მდუმარე აქცია, სადაც შეიკრიბნენ ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები, აქტივისტები, ლიდერი ქალები, მცირე მეწარმეები...
თეთრ მაისურებში გამოწყობილი ქალთა დუმილი სლოგანებმა გაახმოვანა: „გავერთიანდეთქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!" „წინ აღუდგეთ ძალადობას!" დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კამპანიის ამსახველი პოსტერები.
აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რიონის", „მეგა - TV-ს" გადამღები ჯგუფები, ბეჭდური მედიის წარმომადგენლები: გაზეთი „ PS ", „ახალი ქუთაისი" .
აქციამ მოქალაქეთა ყურადღება მალე მიიპყრო. ბევრი მათგანი კამპანიის ისტორიითაც დაინტერესდა.