ოთხშაბათი, 17.04.2024, 03:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

25 ნოემბერს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუერთდნენ აქციას, რომელიც  ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით მოეწყო სენაკში ქალთა მიმართ  ძალადობის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეობით მათ გამოხატეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ იგრძნონ პასუხისმგებლობა და შეაჩერონ ძალადობა!!!

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 711 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 

 

წლის კალენდარში 25 ნოემბერი განსაკუთრებულია თარიღია ფონდი „სოხუმისთვის“- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი.

წელსაც, ისევე როგორც ბოლო 10 წელი:

ტრადიციული სამზადისი, საგანგებო ატრიბუტიკა, სლოგანები.

16 დღეზე გაწერილი გეგმა ათობით ღონისძიებით, სოციალური ვიდეორგოლი...

და რაც მთავარია, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული აქციები 8 ქალაქში: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.

აქციებზე ხალხმრავლობა იყო - ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მედია, პედაგოგები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები.  

ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და სენაკში აქციებზე გამოვიდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

წელს პრობლემა მეტად აქტუალური გახდა - ოფიციალური სტატისტიკით, ძალადობის შედეგად დაიღუპა 24 ქალი!

ამ დღემ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა - ქალთა მოძრაობამ აქციები გამართა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ 20 ქალაქში. ფონდი „სოხუმი“ შეუერთდა აქციებს ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და წყალტუბოში.

დღეს მთელი საქართველოში ისმის პროტესტი ძალადობის გამო.

დღეს ყველა მედიასაშუალება აშუქებს საქართველოს 20 ქალაქში გამართულ აქციებს.

დღეს მთელმა საქართველომ გაიგო პრობლემის აქტუალობა და განაცხადა:

არა - ქალთა მიმართ ძალადობას!

ძალადობა დანაშაულია!

ქალს აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის გარეშე!

იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეუერთდა აქციას, რომელიც გაიმართა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ფონდი „სოხუმის“ ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 658 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი წლების მანძილზე მონაწილეობდა 25 ნოემბრის აქციაში. ამჟამად  ფონდი „სოხუმი“ არ მუშაობს ხობში, მაგრამ თანამშრომლობა გრძელდება. მანანა შულაიას ინიციატივით, ორგანიზებულ იქნა აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან. 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 699 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ხურჩის, ფოთის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ კამპანიას ქალთა გახშირებული მკვლელობების წინააღმდეგ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა და აქტივისტებმა მოაწყვეს შეხვედრები, სადაც  განიხილეს მიზეზები, არსებული სიტუაცია და პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან მსხვერპლი ქალები.

შეხვედრის  ბოლოს ქალებმა დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება მოწოდებებით  „არა - ქალთა მკვლელობებს!“, „ქალებს გვაქვს  სიცოცხლის უფლება!“ „დავიცვათ ქალები ძალადობისგან!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 730 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

 

ბოლო დროს გახშირებულმა ქალთა მკვლელობებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. კერძო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო სტრუქტურები სხვადასხვა ფორმით პროტესტს უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობას.

ამ ფონზე სწორედ რომ დროული იყო ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებული მრგვალი მაგიდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურის, ხონის რაიონული პოლიციის თანამშრომლების, განათლების რესურსცენტრის და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„რამდენად ადეკვატურია ადგილობრივი ხელისუფლების როლი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში“ - ამ თემის განხილვა ცხარე დისკუსიის ფონზე წარიმართა.

-ყველამ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვის ხელშიც არის აღსრულების ბერკეტები,  მეტი პრაქტიკული და ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას ძალადობის პრევენციისათვის. კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა  განსაზღვრავს ძალადობის მსხვერპლთა ეფექტურ დახმარებას, - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 20.10.2014

 

ფონდი „სოხუმი“ და მეწარმე ქალთა ფონდიც შეუერთდნენ ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ გარემოსდაცვით ღონისძიება-აქციას სლოგანით: „ერთად  ვზრუნავთ გარემოზე“.

ანალოგიურ ინიციატივას ახორციელებენ ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის წევრები სამხრეთ კავკასიის ბევრ ქალაქში.

გარემოსდაცვითი ინიციატივის მთავარი მიზანია - გააცნობიეროს საზოგადოებამ, რომ ჩვენი საარსებო გარემო, მისი სისუფთავე და სიჯანსაღე, პირველ რიგში,  დამოკიდებულია ჩვენზე! ის იწყება თითოეული ჩვენგანის ეზოდან, ქუჩიდან, სამუშაო ადგილიდან, რადგანაც, „ჩვენი არსებობის საფუძველი ეკოლოგიური წონასწორობაა“ (აკაკი ბაქრაძე). 

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 17.10.2014

« 1 2 3 4 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0