ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 14 საათზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი „სოხუმის" ორგანიზატორობით აქცია ჩატარდა. „ქალს უფლება აქვს იცხოვროს ძალადობის გარეშე", „ძალადობა ბოროტებაა". - თეთრ მაისურებში გამოწყობილი მდუმარე ქალების სათქმელს პლანშეტებსა და პოსტერებზე გამოსახული წარწერები ახმოვანებდნენ.
- ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ბოროტებაა და უნდა აღმოიფხვრას.
- ძალადობასთან მიმართებაში საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად! -
მსგავსი რეპლიკები გამვლელებისგან ისმოდა.
აქციის დღეს დარიგდა კამპანიის ამსახველი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.
14 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში 50-ზე მეტი თეთრმაისურიანი ქალი შეგროვდა. დუმილის მიუხედავად საზოგადოებამ კარგად გაიგო აქციის მიზანი, რომელიც სლოგანებში გამოიხატა: „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"
მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა 30-ამდე თეთრმაისურიანმა ქალბატონმა მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მდუმარე აქციამ საზოგადოებას ამცნო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დაწყება. მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ლიდერმა ქალებმა.
გამვლელებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის" მიერ.
კამპანიის ფარგლებში აქცია ჩატარდა ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მიეძღვნა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას.
„ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!" - ფონდი „სოხუმის" აქციას შეურთდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გაზეთ „გურია ნიუსისა" და „ალიონის" ჟურნალისტებმა. აქციის მსვლელობისას დარიგდა კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.
ხობის ცენტრში- კინოთეატრ თუთარჩელას წინ „მზეჭაბუკის" მემორიალთან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართასლოგანით - ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"
აქციაში 30 -მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, სხვადასხვა სკოლების პედაგოგები.ჟურნალისტები ადგილობრივი პრესიდან „ხობის მოამბე". მონაწილეებს თეთრიმაისურები ეცვათ წარწერით - თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობები!
აქციამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩაერთნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მსვლელობას აკვირდებოდა ადგილობრივი პოლიცია.
მართალია, მონაწილეებმა ბოლომდე ვერ შეძლეს დაეცვათ აქციის მთავარი პრინციპი - დუმილით გამოეხატათ პროტესტი ძალადობის მიმართ. მდუმარე აქციამ ხობში ჟრიამულით ჩაიარა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა - ძალადობა ბოროტებაა!
28 ოქტომბერს, 12 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ მაისურებში გამოწყობილმა ფონდი „სოხუმის" აქტივისტებმა მოქალაქებს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია 1325 -ის ამსახველი ბუკლეტები დაურიგეს.
სამშვიდობო აქცია აღნიშნული რეზოლუციის ათი წლისთავის აღსანაშნავად გაიმართა.