სიმბოლური იყო, რომ ახალციხეში ქალთა მდუმარე აქცია დაიწყო თამარ მეფის ძეგლთან. მონაწილეებმა გააკრეს პლაკატები, დაარიგეს სააგიტაციო მასალები.
შემდეგ ქალები გაემართნენ ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ნაწილი - უნივერსიტეტისაკენ, ნაწილი - ადმინისტრაციული ცენტრისაკენ.
აქციაზე იყვნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და, მათი თქმით, დღეს გავა სიუჟეტი აქციის შესახებ.
ტელევიზიით ორი დღის წინათაცგავიდა სიუჟეტი, რომელიც აქციის მომზადების პროცესს ასახავდა.
აქციას ესწრებოდა მოხალისე შვედი ქალი, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში, ის გამვლელ მანქანებსაც კიაჩერებდა და მგზავრებს სთავაზობდა საინფორმაციო ფურცლებს.
აქციები გაიმართა ადმინისტრაციულ ცენტრებში - ადიგენი, მინაძე და სხვილისი.
დღეს ათობით ქალმა შეახსენა ამომრჩევლებს, რომ ქვეყნის სიძლიერისათვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატქალებს.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
საქართველოს დედაქალაქში ორი აქცია მოეწყო. ერთი პარლამენტის წინ გაიმართა, მეორე კი - რუსთაველის ქუჩაზე.
ქალებს განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დახმარების დიდი სურვილი გამოხატეს. აქციის გასაშუქებლად მოვიდნენ ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები.
აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც:
გორში - გამგეობის წინ
მცხეთაში - გამგეობის წინ და მცხეთა-მთიანეთის საკრებულოს წინ
გურჯაანში - საკრებულოს წინ
ქალების მდუმარე აქციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ყველგან ერთნაირი იყო - დადგა დრო, დავუჭიროთ მხარი ქალთა მოსვლას პოლიტიკაში. აქციის მთავარი სლოგანი - თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა - მარტოდენ ლოზუნგი კი არა, ცხოვრებით ნაკარნახევი ჭეშმარიტებაა.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
50-მდექალი შეიკრიბა ხონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ ფონდის "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, პედაგოგები, მეწარმე ქალები და უფროსკლასელი გოგონები.
"თანასწორობა ქვეყნის სიძლიერე” - ამ სლოგანით ხელში, ქალბატონებმა მიიპყრეს ყურადღება გამვლელებისა, რომლებიცდიდ ინტერესს გამოხატავდნენ აქციის მიმართ. მათთვის მსგავსი ღონისძიება ხონში იშვიათობაა.
შეკრებილები ერთხმად აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქციის ჩატარება წინასაარჩევნოდ, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ღირსეული ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
აქციაზე შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები, ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აქ იყვნენ რადიო „ათინათის", ჟურნალ „ზუგდიდელების", ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ მედიასაშუალებებში ასახავენ აქციის მიმდინარეობას.
აქციას აქტიურად გამოეხმაურა სამეგრელოს ქალთა ქსელი, რომელშიც 15 ქალთა ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ ორგანიზაციებმა თავიანთი ინიციატივით ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩაატარეს აქციები იგივე სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!"
აქციის მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინა საზოგადოებამ. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური აქცია უთუოდ გამოიღებს ნაყოფს - ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ღირსეულ ქალ კანდიდატებს.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
თავდაპირველად მასში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ქალმა.
- აქცია მასშტაბური გამოვიდა, -გვატყობინებენ აქციის ორგანიზატორები. - შემოგვიერთდნენ გამვლელები, მოვიდნენ დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით ბევრია ახალგაზრდობა. აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატეს ახალგაზრდა მამაკაცებმაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თანასწორობამართლაც ქვეყნის სიძლიერეა.
ადგილობრივი გაზეთების კორესპონდენტები, რომლებიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან, და ტელევიზია „ოზურგეთის" წარმომადგენლები აქციას გააშუქებენ თავიანთ მედიასაშუალებებში.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
ხობის ცენტრში ადრიანადდაიწყეს შეკრება ქალებმა. აქციას შეუერთდნენ სენაკიდან ჩასული დევნილი ახალგაზრდებიც. მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.
ისინი თავდაპირველად კინოთეატრთანშეიკრიბნენ, შემდეგ კი მემორიალ „მზეჭაბუკისკენ" გადაინაცვლეს და შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი - ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო.
აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი დაინტერესდნენ იმით, რაც ხდებოდა და თავისებური სოლიდარობა გამოხატეს- პლაკატები დაიჭირეს ხელში. აქციის მონაწილეთა შორის საოცარი ერთსულოვნება იგრძნობოდა.
დიდი ინტერესი გამოიჩინეს მამაკაცებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მიზანს. აქციის მიმართ საზოგადოებამ, ძირითადად, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო ორმა სტუდენტმა შვედეთიდან. ქვეყნიდან, სადაც თანასწორობა რეალურადაა მიღწეული და ეს კარგად აისახება სოციალურ პოლიტიკაზე.
აქციით დაინტერესდნენ და ინტერვიუები ჩაიწერეს ხობის გამგეობის პრესსამსახურის და ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.