კვირა, 24.11.2024, 01:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

ქუთაისის მერიის გვერდით, შრომის მემორიალთან ფონდი „სოხუმი" წლების განმავლობაში აწყობს მდუმარე აქციას სხვადასხვა საკითხებზე.

დღესაც აქ შეიკრიბა 50-ზე მეტი ქალი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატმა ქალებმა ნატო ქათამაძემ („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძემ (ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან.

აქციას შემოუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული ქალბატონები -  წარმომადგენლები ასოციაციისა „ლიდერები დემოკრატიისათვის", გერმანიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი მარინა გრასე და შვედი სტუდენტი ანია ვესტბერგი.

განსაკუთრებით მრავლად იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები - გაზეთი „P.S", „იმერეთის მოამბე", ტელეკომპანიები „რიონი", „მეგა-ტვ", „იმედი", საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2".

აქციამ მიზანს მიაღწია - მიიპყრო საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება.
 
 პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1254 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

ფოთში, ნაბადას შემოსასვლელში, 40-ზე მეტმა ქალმა საზოგადოების  ყურადღება მიიპყრო დუმილით და თვალშისაცემი სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

ჩერდებოდნენ სამარშრუტო ტაქსები, სხვადასხვა ტიპის მანქანები.

- ვინა ხართ, რა ხდება, - ეს იყო ცნობისმოყვარეთა პირველი შეკითხვა.

აქციის ორგანიზატორები პასუხობდნენ:  - ჩვენ ვართ ქალები და მდუმარე აქციით გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცენ ქალებს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლები. მათი თქმით, აქცია აისახება გადაცემაში „კურსორი".

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატ ქალებს, რომ ეს არის სიგნალი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რათა ყველამ გაიგოს: მეტი ქალი ადგილობრივ თვითმმართველობაში არის  სოციალური  საკითხების მოგვარება, სტაბილური მომავალი და ქეყნის სიძლიერე.
 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1144 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

ქალაქის ცენტრალურ ადგილზე შეიკრიბა 54  ქალი.

აქცია მდუმარეა. მაგრამ აქციის მიზანი ჩანს სლოგანში „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

აქციის მონაწილეები არიგებენ ასობით საინფორმაციო ფურცელს,  ვრცელდება პრეს-რელიზი. აქციას იღებს რეგიონული ტელევიზია "მეგა-ტვ"

აქციას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა სანებლიძე, აპარატის უფროსი გოჩა უგულავა. მათ აღნიშნეს, რომ ფონდი „სოხუმი" პერიოდულად ატარებს ასეთ აქციებს და ეს მეტად მნიშვნელოვანია თანასწორობის მისაღწევად.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ აქციის მიზანი მიღწეულია - ყველა, ვინც აქციას შემოუერთდა, მხარს დაუჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე  ღირსეულ ქალ კანდიდატს. 

 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1113 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

« 1 2 ... 13 14 15
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0