კვირა, 24.11.2024, 01:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 11 » ახალგაზრდული დებატები - ქუთაისში
10:06
ახალგაზრდული დებატები - ქუთაისში

11 სექტემბერს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი ახალგაზრდული დებატები ჩატარდა თემაზე: „მსოფლიოს ცხელი წერტილები და საქართველო“. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სამხედრო ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე და ექსპერტი შერმადინ მიქელთაძე.

- ვივიწყებთ თუ არა ჩვენს  შიდა კონფლიქტებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე?  როგორ შევუნარჩუნოთ ახალგაზრდა თაობას „დაკარგული“ ტერიტორიების  სიყვარული? - ამ კითხვების ირგვლივ ცხარე დისკუსია გაიმართა.

ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მუდამ იქნება საქართველოს ნაწილი და თითოეული მათგანი მზადაა, თუნდაც ერთ აგური დადოს მშვიდობის მშენებლობისათვის.

21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი სკოლებში „მშვიდობის გაკვეთილებს“ გეგმავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ახალგაზრდების სწრაფვას მშვიდობისკენ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 770 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 33
სტუმარი: 33
მომხმარებელი: 0