ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » იანვარი » 27

ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტით გრძელდება სამობილიზაციო შეხვედრები ქალებთან.  წელს არეალი გაფართოვდა - მობილიზაციის შეხვედრები გაიმართა არა მარტო იმ ადგილებში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრებია (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა), არამედ მობილიზატორები გავიდნენ ახლომდებარე სოფლებში - ივანდიდი (ხონის მუნიციპალიტეტი), თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ბათარია (სენაკის მუნიციპალიტეტი ) კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდა 5 ქალაქსა და 5 სოფელში.

შეხვედრებზე ისაუბრეს ახალ პროექტზე, მიზნებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2015

28 იანვარს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა ტელეგადაცემა, რომელმაც მოგვითხრო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული საქმიანობის რეზულტატებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც  გეგმავს. გადაცემის განმავლობაში გაკეთებულ ჩართვებში გამოჩნდა მოქალაქეების პოზიციები, თუ   რაში ხედავენ საბჭოს როლს, რა საკითხებს მოიაზრებენ მათ დღის წესრიგში; გაჟღერდა პარლამენტარების დამოკიდებულება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დასანერგად აუცილებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც საბჭოს საქმიანობას პოზიტიური შეფასება მიეცა.

გადაცემას საბჭოს წევრებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლები - ახალგაზრდები, ადგილობრივი სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის ვექტორები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საბჭოს შეიმუშავა და სადღეისოდ ხდება მისი ლობირება ადგილობრივ დონეზე, რათა განისაზღვროს ქალაქის გრძელვადიანი  პერსპექტივა ამ მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2015

რეგიონალურ ტელევიზია „ეგრისში“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა გაშუქდა. საბჭოს ინიციატივით, თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც სკოლამდელი განათლების სისტემაში გენდერული განათლების კომპონენტის შეტანას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. პროექტი ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ნაწილია, რომლის ლობირებაც საბჭოს მიერ აქტიურად ხორციელდება.

სიუჟეტში საბჭოს წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე საუბრობენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

- საიდან იწყება კონფლიქტები, როგორ ვითარდება, რა კავშირშია მისი ნეგატიური შედეგები ოჯახურ ძალადობასთან - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპი წყალტუბოს, ხონის, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, რომელსაც ორმოცამდე ქალი დაესწრო.

მონაწილეებმა რეალური, ცხოვრებისეული მაგალითებით გააანალიზეს კონფლიქტების განვითარება, დინამიკა, შედეგები...

ქალების აზრით, ოჯახური კონფლიქტი პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან, რადგან ხელს უწყობს  მოძალადისა და მსხვერპლის ჩამოყალიბებას.

ვორკშოპის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტების მართვა ძალადობის პრევენციის გარანტიას იძლევა. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე.

მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქალს გაეწია რეკომენდაცია, ისარგებლოს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

ქუთაისის სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, შენობა საცხოვრებლად უვარგისია.

მათ შეხვდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია დევნილთა განსახლების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, არსებულ პროგრამებზე. ამ ეტაპზე ისინი ელოდებიან კომისიას, რომელმაც უნდა გასცეს კონკრეტული პასუხი. თუ არ მოხდება რეაგირება, მათ გადაწყვეტილი აქვთ, განცხადება გააგზავნონ სამინისტროში.

ამას გარდა შეხვედრაზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით (განქორწინება და მისი პროცედურები; სამეზობლო დავა; სოციალურად დაუცველი პირები).

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 709 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

იანვარში ახალგაზრდული კლუბის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ფოთის 1-ლ საჯარო  სკოლაში 13 მოსწავლის მონაწილეობით.

მათთვის პირველი იყო ძალადობის თემაზე საუბარი, არ ჰქონდათ ინფორმაცია კანონის შესახებ. ამიტომაც ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ ბევრი რამ გაიგეს და შემდგომი შეხვედრების სურვილიც გამოთქვეს.

შეხვედრის დროს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ინფორმაციას გაავრცელებს ახალგაზრდებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 769 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

21, 23, 27 იანვარს ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია (დამსწრეთა რაოდენობა - 22).

ფოთსა და წყალტუბოში შეხვედრის თემა იყო: თვითშეფასება, რაც მოიცავდა ტესტირებასა და მინილექციას, კონკრეტული პრობლემების და მაგალითების განხილვას.

ხონში ფსიქოლოგი შეხვდა ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც გაეწია კონსულტაცია. დაიგეგმა მომავალი შეხვედრები და შეხვედრა იურისტთან კონსულტაციისა და დახმარების მისაღებად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 702 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0