წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის იურისტი შეხვდა სასტუმრო „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს. იურიდიული საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა „კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და საკანონდებლო ინიციატივები“.
შეხვედრის თემამ დააინტერესა მონაწილეები. დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელზეც იურისტმა ამომწურავი პასუხი გასცა.
შეხვედრაზე შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია დევნილთა განსახლების საკითხებზეც, რაც ამ ეტაპზე მეტად აქტუალურია.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
სენაკის ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობა რეაბილიტირებულია, მაგრამ იქ მცხოვრები 33 დევნილი ოჯახის წევრებმა ფონდი „სოხუმის“ ასისტენტის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ყველაზე მწვავე პრობლემები დაასახელეს - არ არის გაზი, დევნილთა ნაწილი ფართის დაკანონების მოლოდინშია, პირველი სართულის ფოიეში ჭერი ნახევრად ჩამონგრეულია, სარდაფში კი ანტისანიტარიაა.
დევნილები შენობის პირველი სართულის რეაბილიტაციას ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვენ.
შეხვედრაზე გაჟღერებული პრობლემები იმ დღესვე დაისვა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. გადაწყდა, სასწრაფოდ გაიმართოს დევნილების შეხვედრა საბჭოს წევრებთან და იმ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხების გადაჭრა.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გენდერული პოლიტიკის განხორციელების დასაწყისად იქცა - მალე დაიწყება აქტივობები საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტისა, რომელიც დაფინანსდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ და განიხილეს ახალი საპროექტო იდეები გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებიდან.
სხდომა აქტიური დისკუსიით და დასმული პრობლემების სიმრავლით გამოირჩეოდა. შეკრებილთა ყურადღება მიიპყრო კოლექტიურ ცენტრ „ეგრისის“ და საჯარო ბიბლიოთეკის პრობლემებმა (ეს პრობლემები გამოვლინდა დევნილებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის და პროექტის იურისტის საკონსულტაციო შეხვედრის შედეგად).
-ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, - აღნიშნა ნანა ალანიამ, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და საკრებულოს სოციალურ საკითხთა თავმჯდომარემ.
ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის მომუშავე პერსონალს. გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემები - მოშლილი სველი წერტილი, მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო მილები. ამის თაობაზე იციან კულტურის სამსახურში, რომელიც საკითხს სვამს კომპეტენტური ორგანოების წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ არის.
შეხვედრის შემდეგ იურისტმა პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, რომლის სხდომაც ტარდებოდა მუნიციპალიტეტში. გადაწყდა, რომ ჩატარდება რიგგარეშე სხდომა და სხვა პრობლემებთან ერთად ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკის პრობლემების მოგვარებასაც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 14 ახალგაზრდამ. ისინი დააინტერესა ძალადობის თემამ და გაიმართა აქტიური დისკუსია.
შეხვედრის დასასრულს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.
სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სკოლებში ნაკლებად საუბრობენ და კარგია, რომ ფონდი „სოხუმი“ მსგავს შეხვედრებს ჩაატარებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer