საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს გარდატეხა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ პოლიტიკაში, რათა ქალი გახდეს უფრო დაცული, მოხდეს მისი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით, მინიმალური შედეგით დასრულებული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით არსებული სამწუხარო რეალობა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრობლემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საზოგადოების თვალსაწიერშიც უნდა მოხვდეს.
როგორ აფასებენ არსებულ გამოწვევებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რა კუთხით უნდა მიმართოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ თავისი ძალისხმევა?
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ამ საკითხებზე საკუთარ პოზიციებს გვიზიარებენ, გამოკვეთენ სფეროებს, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალს მხარდაჭერა და გაძლიერება. - ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო ტელეჟურნალი „7 დღე“ ამ საკითხზე საინტერესო სიუჟეტს გვთავაზობს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|