- საიდან იწყება კონფლიქტები, როგორ ვითარდება, რა კავშირშია მისი ნეგატიური შედეგები ოჯახურ ძალადობასთან - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპი წყალტუბოს, ხონის, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, რომელსაც ორმოცამდე ქალი დაესწრო.
მონაწილეებმა რეალური, ცხოვრებისეული მაგალითებით გააანალიზეს კონფლიქტების განვითარება, დინამიკა, შედეგები...
ქალების აზრით, ოჯახური კონფლიქტი პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან, რადგან ხელს უწყობს მოძალადისა და მსხვერპლის ჩამოყალიბებას.
ვორკშოპის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტების მართვა ძალადობის პრევენციის გარანტიას იძლევა. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე.
მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქალს გაეწია რეკომენდაცია, ისარგებლოს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|