ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა კიტა მეგრელიძის ქუჩის წარმომადგენლებთან. ეს ქუჩა ესაზღვრება სოფელ ოზურგეთს, ამ ქუჩის მცხოვრებელთა უმრავლესობას ჰყავს მსხვილფეხა საქონელი და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთრებაში ჰქონდეთ მიწის ნაკვეთები, სადაც სიმინდს და სხვა ერთწლიან კულტურას მოიყვანენ. მათი პრობლემა ის არის, რომ სარგებლობენ მიწით, მაგრამ არ აქვთ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
მოსახლეობას გაეწია კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოახდინონ საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სამემკვიდრეო და საოჯახო სამართლის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|