იანვრიდან ახალი პროექტით „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ გრძელდება ვორკშოპები ახალგაზრდებთან თემაზე „ოჯახური კონფლიქტები და მათი მართვის მექანიზმები“.
საინტერესო დისკუსიების ფონზე წარიმართა შეხვედრები ხონში, ქუთაისსა და სენაკში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ იწყება და ვითარდება კონფლიქტები, რა კავშირშია ძალადობასთან.
ახალგაზრდებმა რეალური მაგალითებით განიხილეს კონფლიქტების მიმდინარეობა, გააანალიზეს მათი ნეგატიური შედეგები და იმსჯელეს გამოსავალზე. მათი აზრით, ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება კონფლიქტების ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით, მონაწილეებს შორის გამოიყო აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინიციატივით სკოლებში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს და ამ თემაზე დისკუსიებიც გაგრძელდება.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
სენაკის 1-ლ საშუალო სკოლაში პირველად ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 26 მოსწავლემ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ისტორიას, საქმიანობას.
მოსწავლეებისთვის ახალი იყო შეხვედრის ძირითადი თემაც - ოჯახური ძალადობის პრევენცია. მაგრამ, ამის მიუხედავად, აქტიური დისკუსია გაიმართა, გაჩნდა საინტერესო ინიციატივები, ბოლოს კი შეიქმნა მოხალისეთა 10-კაციანი ჯგუფი, რომელმაც ღონისძიებების ჩატარება დაგეგმა.
-მსგავსი თემების განხილვა არ ხდება სკოლაში. თქვენ ხართ პირველები, ვინც დაგვაფიქრა ძალადობის თემაზე. საინტერესო და ამავე დროს საჭირო საკითხებზე ვისაუბრეთ. კლუბის აქტიური წევრი ვიქნები, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილე ბიჭმა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩამოყალიბებული საბჭოებიდან პირველი იყო, რომელმაც გენდერული პოლიტიკის გატარება დაიწყო რეგიონში.
საბჭომ ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა, ხოლო ადგილობრივმა საკრებულომ და ფონდმა „სოხუმმა“ დააფინანსეს პროექტი „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“.
პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება - მალე ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი.
ამის შესახებ იყო საუბარი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე. შეკრებილებმა დაამტკიცეს გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც საკრებულოს გადაეცემა განსახილველად და დასამტკიცებლად.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს გენდერული პოლიტიკის გეგმაში გაწერილ ინიციატივებს და საბჭოს მიერ წარდგენილი რამდენიმე პროექტები უკვე მზადაა დაფინანსებისათვის.
სხდომის დასასრულს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს აქციის „STOP C“ მიმართ, რომელიც ჰეპატიტის პრევენციის მიზნით დაიწყო.
„ვაჩუქოთ დევნილებს ღიმილი“ - ეს ფრაზა წითელ ზოლად გასდევდა ბათუმში ჩატარებულ შეხვედრას.
ჯანდაცვის პრობლემებზე საუბრისას დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათ უმრავლესობას არა აქვს კბილების მკურნალობის საშუალება და სურს, დაწესდეს თუნდაც 50%-იანი შეღავათი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისათვის“ ხელმძღვანელის ნანა ჭანტურაიას თქმით, ომისშემდგომ წლებში დევნილებს არ ჰქონდათ პირის ღრუს მოვლის საშუალება. ერთმა გაფუჭებულმა კბილმა დანარჩენი დააზიანა, შემდეგ კი გამოიწვია სხვადასხვა დაავადება და დეპრესია.
პრობლემის გადასაჭრელად და პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად ფონდი „სოხუმის“ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი და ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისათვის“ წევრები ერთობლივი აქციისა და ადვოკატირების ჩატარებას გეგმავენ.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
23 იანვარს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების ახალი ხელმძღვანელები, რომლებიც საბჭოს წევრებს, მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას გაეცნენ. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო გენდერული ბიუჯეტი, თვითმმართველობის როლი და ფუნქცია გენდერული ძალადობისაგან დაცვის საკითხში, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული რეფერალი და მისი სუბიექტების უფლებამოსილება და კოორდინაცია. ამ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში მათთან ერთად ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ჩაერთნენ.
შეხვედრაზე მოხდა მოქალაქეთა ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება. როგორც ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი სიამოვნებით გააგრძელებენ საბჭოსთან თანამშრომლობას საკითხებში, რომელთა გადაწყვეტაში მათი უშუალო ჩართვა აუცილებელია.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით