მთავარი » 2015»იანვარი»27 » ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერით - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ
00:04
ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერით - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ
28 იანვარს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა ტელეგადაცემა, რომელმაც მოგვითხრო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული საქმიანობის რეზულტატებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს. გადაცემის განმავლობაში გაკეთებულ ჩართვებში გამოჩნდა მოქალაქეების პოზიციები, თუ რაში ხედავენ საბჭოს როლს, რა საკითხებს მოიაზრებენ მათ დღის წესრიგში; გაჟღერდა პარლამენტარების დამოკიდებულება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დასანერგად აუცილებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც საბჭოს საქმიანობას პოზიტიური შეფასება მიეცა.
გადაცემას საბჭოს წევრებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლები - ახალგაზრდები, ადგილობრივი სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის ვექტორები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საბჭოს შეიმუშავა და სადღეისოდ ხდება მისი ლობირება ადგილობრივ დონეზე, რათა განისაზღვროს ქალაქის გრძელვადიანი პერსპექტივა ამ მიმართულებით.