კვირა, 24.11.2024, 00:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » იანვარი » 26

კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმი“ რამდენიმე წელია, მუშაობს, ამიტომ აქ არის აქტიურ გოგონათა ბირთვი, რომელიც ახალგაზრდულ კლუბად ჩამოყალიბდა. 26 იანვარს აქ წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოჯახში ძალადობის თემაზე.

შეხვედრას ესწრებოდა 17 მოსწავლე, გააქტიურდნენ ბიჭებიც.

ახალგაზრდული კლუბის წევრებიდან არჩეულ იქნა მოხალისეთა 8-კაციანი ჯგუფი, დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.

ახალგაზრდები  მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა გააქტიურდეს, რადგან პრობლემა ბევრია: ქალების დიდი დატვირთვა ოჯახში, ყანაში, შვილების გაზრდის მთელი  პასუხისმგებლობა. ამას შეხვედრების შემდეგ მიაქციეს ყურადღება...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

 

26 იანვარს სენაკის საკრებულოში  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ნანა ალანიას (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ინიციატივით გაიმართა რიგგარეშე სხდომა.

სხდომაზე მოწვეულები იყვნენ: სენაკის გამგეობის ლტოლვილთა და განსახლების, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, კულტურის ცენტრის დირექტორი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი, კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრები დევნილები, საკრებულოს დეპუტატები.

სხდომაზე გაიმართა აქტიური მსჯელობა ორი პრობლემის თაობაზე - ეს პრობლემები გამოვლინდა  კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის შედეგად და იურისტის შეხვედრის დროს ქალაქის ბიბლიოთეკაში.

გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განუმარტეს შეკრებილებს, რა შედის მათ კომპეტენციაში და რისი გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრებთა მდგომარეობა.

რაც შეეხება ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ „სველ წერტილთან“ დაკავშირებული პრობლემა უახლოეს ხანში აღმოიფხვრება.

თავის მხრივ, დამსწრე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით განიხილავენ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

ფინდი „სოხუმის“ ფორუმ-თატრმა ახალ წელს  მუშაობა განაახლა ახალი მსახიობებითა და ახალი წარმოდგენებით.

პირველი გამოსვლა გაიმართა ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის კოლექტიურ ცენტრში. აქ მცხოვრები დევნილები კარგად იცნობენ პატარა სცენებში დასმულ პრობლემებს, ამიტომაც აქტიურად ჩაერთნენ ისინი დისკუსიებში და ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ეძებდნენ გამოსავალს რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

 

თვითშეფასება - ეს არის მოსაზრება საკუთარ თავზე. თუ ადამიანზე ამბობენ, რომ მას დაბალი თვითშეფასება აქვს, ესე იგი თავს წარუმატებლად მიიჩნევს. თვითშეფასება იმას ჰგავს, სარკეში რომ ჩაიხედავ და შენი თავით კმაყოფილი დარჩები. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. თვითშეფასება იმისთვისაა საჭირო, რომ უკეთ ვიცოდეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების განაწილებას. დაბალი თვითშეფასება არასწორი გათვლების შედეგია, მაღალი თვითშეფასება კი - სწორი გათვლების. როცა საკუთარ თავს შეიყვარებთ და დააფასებთ, უფრო ადვილად დაინახავთ და შეიყვარებთ სიკეთეს სხვებში.

სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრებს ესწრებოდა 37 ქალბატონი 22-დან 65 წლამდე. ყველამ შეავსო თვითშეფასების ტესტი და კმაყოფილი დარჩა. ეს დაეხმარა მათ ადეკვატურ თვითშეფასებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0