26 იანვარს სენაკის საკრებულოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ნანა ალანიას (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ინიციატივით გაიმართა რიგგარეშე სხდომა.
სხდომაზე მოწვეულები იყვნენ: სენაკის გამგეობის ლტოლვილთა და განსახლების, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, კულტურის ცენტრის დირექტორი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი, კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრები დევნილები, საკრებულოს დეპუტატები.
სხდომაზე გაიმართა აქტიური მსჯელობა ორი პრობლემის თაობაზე - ეს პრობლემები გამოვლინდა კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის შედეგად და იურისტის შეხვედრის დროს ქალაქის ბიბლიოთეკაში.
გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განუმარტეს შეკრებილებს, რა შედის მათ კომპეტენციაში და რისი გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრებთა მდგომარეობა.
რაც შეეხება ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ „სველ წერტილთან“ დაკავშირებული პრობლემა უახლოეს ხანში აღმოიფხვრება.
თავის მხრივ, დამსწრე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით განიხილავენ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|