მთავარი »
2015 » იანვარი » 21 » სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - გენდერული პოლიტიკის განხორციელების დასაწყისი
12:48 სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - გენდერული პოლიტიკის განხორციელების დასაწყისი |
|
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გენდერული პოლიტიკის განხორციელების დასაწყისად იქცა - მალე დაიწყება აქტივობები საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტისა, რომელიც დაფინანსდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ და განიხილეს ახალი საპროექტო იდეები გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებიდან.
სხდომა აქტიური დისკუსიით და დასმული პრობლემების სიმრავლით გამოირჩეოდა. შეკრებილთა ყურადღება მიიპყრო კოლექტიურ ცენტრ „ეგრისის“ და საჯარო ბიბლიოთეკის პრობლემებმა (ეს პრობლემები გამოვლინდა დევნილებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის და პროექტის იურისტის საკონსულტაციო შეხვედრის შედეგად).
-ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, - აღნიშნა ნანა ალანიამ, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და საკრებულოს სოციალურ საკითხთა თავმჯდომარემ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 763 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |