მთავარი »
2015 » იანვარი » 21 » საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან - მოქმედება „ერთი ფანჯრის“ მეთოდით
13:05 საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან - მოქმედება „ერთი ფანჯრის“ მეთოდით |
|
სენაკის ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობა რეაბილიტირებულია, მაგრამ იქ მცხოვრები 33 დევნილი ოჯახის წევრებმა ფონდი „სოხუმის“ ასისტენტის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ყველაზე მწვავე პრობლემები დაასახელეს - არ არის გაზი, დევნილთა ნაწილი ფართის დაკანონების მოლოდინშია, პირველი სართულის ფოიეში ჭერი ნახევრად ჩამონგრეულია, სარდაფში კი ანტისანიტარიაა.
დევნილები შენობის პირველი სართულის რეაბილიტაციას ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვენ.
შეხვედრაზე გაჟღერებული პრობლემები იმ დღესვე დაისვა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. გადაწყდა, სასწრაფოდ გაიმართოს დევნილების შეხვედრა საბჭოს წევრებთან და იმ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხების გადაჭრა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 710 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |