მთავარი »
2014 » სექტემბერი » 29 » საინფორმაციო შეხვედრები
00:14 საინფორმაციო შეხვედრები |
|
სექტემბრისა და ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად ხალხმრავლობა იყო კოლექტიურ ცენტრებში.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები.
შეხვედრებზე სხვადასხვა თემასთან ერთად (ოჯახში ძალადობა, განსახლება, ყოფითი პრობლემების ადვოკატირება) ისაუბრეს მშვიდობაზე, მის აუცილებლობაზე ნორმალური ცხოვრებისათვის. მშვიდობის თემა ძირითადად აირჩიეს იმიტომ, რომ 21 სექტემბერი, გაეროს გადაწყვეტილებით, არის მშვიდობის საერთაშორისო დღე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 815 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |