-მშვიდობა ოჯახებს, მშვიდობა ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს! - ამ მოწოდებით დაუჭირეს მხარი მშვიდობას ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა.
შემოდგომის წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ისინი შეიკრიბნენ ახალგაზრდობის პარკთან და ჩაატარეს მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია. პარკის თაღთან მტრედებიც მოფრინდნენ, რაც სიმბოლური იყო...
მშვიდობის საერთაშორისო დღე 1982 წლიდან აღინიშნება.
აქციას გამვლელები შეუერთდნენ. ისინი ღვთისმშობლობას ულოცავდნენ აქციის მონაწილეებს და ამბობდნენ, რომ მშვიდობა საღვთო საქმეა და ყველა მშვიდობისმოსურნე ადამიანი წინ უნდა აღუდგეს ომს, ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.
აქციის ბოლოს მონაწილეებმა ფრანი გაუშვეს...
აქციის შესახებ რეპორტაჟი გავიდა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|