კვირა, 18.08.2019, 01:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » ტრენინგი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებისთვის
22:47
ტრენინგი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებისთვის

 

„გენდერული პოლიტიკის შემუშავება და ბიუჯეტის გენდერული ანალიზი“, - ასეთი იყო თემა ტრენინგისა, რომელიც ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებისთვის ჩაატარა ფონდმა „სოხუმმა“ 19-20 სექტემბერს. 

ტრენინგზე იყო ბევრი ინფორმაცია, გამოცდილების გაზიარება, საინტერესო დისკუსიები. მონაწილეები ორიენტირებული იყვნენ, რათა მაქსიმალური შედეგი მიეღოთ.

„გენდერული თანასწორობის მიმართულებით ადგილობრივმა სამთავრობო სტრუქტურებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ პოზიცია და მიიღონ კონკრეტული ზომები მისი მიღწევისთვის“, - აღინიშნა ტრენინგზე.

პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა ტრენინგის მონაწილეებისთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობა. მათ გაწერეს რეგიონებში გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი და შეიმუშავეს კონკრეტული წინადადებები ადგილობრივ ბიუჯეტებში გენდერული პრიორიტეტების ჩართვის  კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 502 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0