ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » ახალგაზრდული ქსელის სამშვიდობო სიგნალი
16:51
ახალგაზრდული ქსელის სამშვიდობო სიგნალი

ყვავილების აქციით" შეუერთდა ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ქსელი მშვიდობის დღეებს (24-29 ოქტომბერი), რომელიც გაერომ და ეუთომ გამოაცხადეს.

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ხურჩისა და ფოთის ახალგაზრდული ცენტრების ლიდერები ქუთაისში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდზე მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს. მონაწილეებმა აქციის სიმბოლოდ ყვავილები შეარჩიეს და საზოგადოების ყურადღება ამით მიიპყრეს.

გამვლელები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მხარდაჭერას სხვდასხვანაირად გამოხატავდნენ: ზოგიერთები საერთო ფოტოებზე დაფიქსირდნენ, ზოგიერთებმა თავად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ზოგმა კი მხარდაჭერის ნიშნად თან წაიღყვავილები და აქციის სლოგანები - მშვიდობა, ჰარმონია, უარი ომს...

აქციის მონაწილეები მდინარე რიონის სანაპიროზე ჩავიდნენ და ყვავილებიდინარეში ჩაუშვეს.

- აქციის მიზანია, ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების ხმა შეუერთდეს მსოფლიოს მშვიდობისმოსურნეთა ხმას.  ყვავილებს - როგორც მშვიდობის სიმბოლოს, მდინარე რიონს ვატანთ, რადგან რიონი შავ ზღვას უერთდება და გვინდა აქედან მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სამშვიდობო სიგნალი, - ამბობენ აქციის ინიციატორები.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 48
სტუმარი: 48
მომხმარებელი: 0