შაბათი, 24.08.2019, 01:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 17 » ხონის ახალგაზრდები ექვსთვიან მუშაობას აჯამებენ
22:16
ხონის ახალგაზრდები ექვსთვიან მუშაობას აჯამებენ

ახალგაზრდული ინიციატივები - ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივები" - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა ხონის საკრებულოში,  რომელსაც  ესწრებოდნენ ორგანიზაცია PIN-ის („ადამიანი გაჭირვებაში") მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის მონაწილეები, აქტივისტები, ფსიქოლოგი, იურისტი, საკრებულოს წარმომადგენლები.

ეს იყო პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა. მოწვეულმა ექსპერტმა ბაჩანა ბასილაიამ (საკრებულოს მთავარი სპეციალისტი) ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხონის მიმდებარე სოფლებში - ნახახულევსა და მათხოჯში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, რადგან ისინი მოკლებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიიღეს შესანიშნავი გამოცდილება, როგორ ჩაატარონ ვორკშოპები, როგორ მოაწყონ დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. გარდა ამისა, უკვე ფლობენ ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ამ კუთხით  მიღებული გამოცდილება მომავალში მეტი აქტიურობის საფუძველს იძლევა.

მრგვალი მაგიდის დასასრულს, ახალგაზრდებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ულისხმობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის  ადამიანი  გაჭირვებაში"

(PIN)  მხარდაჭერით (ჩეხეთი)

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 562 | დაამატა: admin | ტეგები: pin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0