საინტერესო, საქმიანი, საზეიმო - რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება შეფასდეს მრგვალი მაგიდის შეხვედრა ოზურგეთში, სადაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული საპატიო სტუმრებიც - ოზურგეთში ცნობილი, წარმატებული ქალები, რომლებმაც შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო დეტალებით შეავსეს.
კლუბის მოდერატორებმა ქეთევან ქადიეშვილმა, ნინო ნიკოლაიშვილმა და ნანა კეკელიძემ მოხსენებები წაიკითხეს - რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თვალსაზრისით, გაიხსენეს წარმატებულ ქალთა მაგალითები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც ქალთა სოლიდარობას უშლის ხელს.
მონაწილეებმა ბრეინშტორმინგით დააფიქსირეს როგორ ხედავენ საკუთარ როლს ამ პროცესებში, რის შეცვლას მიიჩნევენ სავალდებულოდ და რის გაკეთებას აპირებენ ამ მიმართულებით. |