ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » თებერვალი » 28
 
 

ახალი წლიდან კვლავ გაგრძელდა ჟურნალ "ქალთა ხმის" გამოცემა.

გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი, რომელმაც შეაჯამა გასულ წელს ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით წარმართული კომ­პლექ­სუ­რი მუშაობა - ტრე­ნინ­გები, შეხვედ­რები, ფსი­ქო­ლო­გის და იუ­რისტის კონ­სულ­ტა­ციები, ფო­რუმ-თე­ატ­რი, გი­ნე­კო­ლო­გის მუ­შაობა, ექ­სპერ­ტთა ჯგუ­ფის მუ­შაობა, საინფორმაციო მუშაობა, ან­კე­ტი­რება ძალა­დობის პრობლე­მის მი­მართ სა­ზო­გა­დოების და­მო­კი­დებულების გა­მო­სავ­ლე­ნად.

ეს ყველაფერი და მათ შორის ჟურნალის გამოცემაც საიმისოდაა, რომ ქალები უფრო აქტიურები და ძლიერები გახდნენ, ოჯახებში კი ჰარმონიამ დაისადგუროს...

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1108 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2011


„ორი შვილის დედა ვარ. ჩვენს ოჯახში ყველაფერი ნორმალურად იყო მანამ, სანამ მუშაობას დავიწყებდი. მეუღლემ უკვე მომაბეზრა თავი ზედმეტი ყურადღებით. დავიღალე, მსგავსი საქციელი ძალიან მაღიზიანებს, არ ვიცი რა ვქნა, სამუშაოს დაკარგვაც არ მინდა."

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგს ხშირად მიმართავენ მსგავსი „საჩივრებით". ასეთ შემთხვევაში შემდეგ რჩევას იღებენ: „იფიქრეთ, რატომ შეიცვალა ქმარი სამუშაოზე თქვენი გასვლის შემდეგ? - დარწმუნებული ვარ, ყურადღება შეასუსტეთ მის მიმართ. ახალი სამუშაო ახალ პრობლემებს წარმოშობს, სახლში კიდევ მისი ზედმეტი ყურადღება და... ამ ყველაფერმა ძალიან დაგაფრთხოთ. ნუ ცდილობთ სიტუაციის დრამატიზირებას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. დაუთმეთ მას მეტი ყურადღება, თქვენს ოჯახში ისევ დაისადგურებს სიმშვიდე."    

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 980 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.02.2011


 თებერვალში ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალებთან ფსიქოლოგმა რვა ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა მოაწყო, მონაწილეობდა 69 ქალი, 20-დან 60 წლამდე.

შეხვედრებზე ქალებმა სხვადასხვა საკითხები წამოჭრეს. მაგალითად, როცა ქმარი მუდმივად სვამს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ცოლი.

- ნურასოდეს ეცდებით ქმრის გამოსწორებას, მისთვის მორალის კითხვას მაშინ, როცა მეუღლე მთვრალია. გამოსწორებისთვის შეარჩიეთ შესაფერისი დრო, შეეცადეთ მასთან ერთად გაანაწილოთ დრო, დატვირთოთ, რათა მან მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი -  მსგავსი რჩევები ესმით მათ ფსიქოლოგისგან.

შეხვედრების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ფსიქოლოგთან საუბრის შემდეგ თვითონაც იცვლებიან და პრობლემების მოსაგვარებლად უფრო ეფექტურ გზას ირჩევენ.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1015 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.02.2011

- რომელი საერთაშორისო დოკუმენტები იცავენ ქალთა უფლებებს, რამდენად იცნობენ ამ დოკუმენტებს ახალგაზრდა გოგონები -  ამ საკითხებზე ოთხი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოსა და ფოთში.

ახალგაზრდა გოგონები პეკინის პლატფორმას გაეცნენ და იმსჯელეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე.

თამუნა კუხალაშვილი(ხონი): „ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული შეხვედრები ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო დოკუმენტებზე. გავეცანით რეზოლუციას 1325, „სიდო", პეკინის პლატფორმა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს მათი არსებობა, რადგან ისინი ქალთა  მხარდაჭერას, მათი უფლებების დაცვას ემსახურებიან."

ხათუნა ლაკია(ფოთი): „ახალგაზრდა ქალმა თავიდანვე უნდა იცოდეს რისი უფლებები გააჩნია. ხშირად მიწევს საკუთარ მშობლებთან ამ თემაზე კამათი. რაც უფრო მეტი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე, ხვალ და ზეგ მით უფრო ნაკლები იქნება ძალადობის ფაქტები ჩვენს საზოგადოებაში."     

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1022 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.02.2011

ფონდმა „სოხუმმა" თებერვლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო ქალთა მობილიზების კუთხით ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ხურჩაში, ფოთში და სენაკში. შეხვედრები მიმდინარეობს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, რომელსაც უძღვებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ისინი აცნობენ დევნილებს ფონდის საქმიანობას, თვის განმავლობაში რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, განიხილავენ იმ პრობლემებს, რომელიც სხვადასხვა კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ.

თებერვალში მოეწყო 10 შეხვედრა ქუთაისში, 10 -  წყალტუბოში, 10 - სენაკში, 10 - ფოთში, 10- ხონში, 3- ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1040 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2011

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად მიმდინარეობს შეხვედრები რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგთან, თებერვალში სულ ხუთი შეხვედრა მოეწყო ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთსა და სენაკში.

უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაციები, ამიტომ მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 შეხვედრებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მკერდის დაავადებები - მასტოპატია, საშვილოსნოს ფიბრომა, სიმსივნური დაავადებები და ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1062 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2011


„საზოგადოებრივმა მისაღებმა" თებერვლის თვეშიც აქტიური მუშაობა გააგრძელა. ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში ექვსი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო იგპ-თა სტრატეგიიდან გამომდინარე ბინების დაკანონებისა და საკუთრებაში გადაცემის საკითხებს.

კონსულტაციები გაცემულ იქნა სესხის აღების, განქორწინების, ქონების გაყოფისა და მემკვიდრეობის მიღების საკითხებზე.

საუბარი იყო ასევე ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, ქალებმა მიიღეს ინფორმაციები დამცავ და შემაკავებელ ორდერზე და მისი გაცემის წესებზე. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1073 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.02.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0