ყოველი შეხვედრა განსხვავებული და საინტერესოა - ციცი კუპრაძე.
- მივესალმებით ფონდი „სოუხუმის" ახალ ინიციატივას - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს - ანა დოლიძე.
- არასოდეს მაკლდა აქტიურობა, მარგამ აქ ყოფნამ კიდევ მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. ჩვენ არავინ მოგვართმევს ჩვენთვის უკეთეს პირობებს, ამისათვის თავად უნდა ვიზრუნოთ, მე სერიოზული ცვლილებებისთვის ვემზადები - ნინო ნიკოლეიშვილი.
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში განსხვავებული ფორმატით შედგა - ორსაათიან შეხვედრის ძირითადი თემა პრობლემათა ადვოკატირება და ლობირება.
კლუბის წევრები გაეცნენ საქართველოს კანონს „ლობისტური საქმიანობის შესახებ". აღნიშნულმა თემამ მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია. მათი აზრით, კლუბის მუშაობა უფრო საინტერესო და ეფექტური გახდა, რადგან საკითხები, რომელიც შეხვედრებზე განიხილება: ქალთა უფლებები, კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, საარჩევნო კოდექსი, ლობირება და ადვოკატირება. - საჭირო და მნიშვნელოვანია. |