|
ფონდ „სოხუმში" ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის მონიტორთა ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. პროექტიდან გამომდინარე მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის ჩატარების პროგრამას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
ფონდის თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ მონიტორებს გააცნო ყველა ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია მონიტორინგის ჩატარებისათვის. ეს ეტაპები გულისხმობს კონკრეტული პროგრამული მასალების შეგროვებას სოციალურ, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში, შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის შეფასების თვალსაზრისით, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, მრგვალი მაგიდების დაგეგმვას საკრებულოს თავმჯდომარის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით |