თებერვალში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა - ქუთაისის მე-4 და 35-ე საჯარო სკოლაში.
წარმოდგენილი სცენები აქტუალური აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. მოზარდები განსაკუკთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების განხილვისას, რომელიც ეხებოდა ძალადობას ოჯახში, სკოლაში, მოხუცებულზე განხორციელებული ძალადობა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები.
მოზარდების აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |