ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ადვოკატირებისა და ლობირების თემას გაეცვნენ. - „საქართველოს კანონი ლობირების შესახებ" დიდ დაინტერესებას იწვევს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავს თემატიკაზე შეხვედრების ჩატარება - აღნიშნავენ კლუბის წევრები.
კლუბზე აქტიურად დაისვა გაშვილების საკითხი. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უნდა გამარტივდეს კანონი გაშვილების შესახებ, რათა უშვილო დედებისათვის შვილად აყვანის პროცედურა არ იყოს მტკივნეული.
- აღნიშნულ პრობლემას კლუბის ყველა წევრი გამოეხმაურა, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს კლუბზე მოწვეულ ელენე შენგელიას, რომელიც აღნიშნული შემთხვევის მსხვერპლია. უცნობმა პირებმა ელენე შენგელიას ჭიშკართან დაუსვეს ახალშობილი, ოჯახმა აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადა, რის შემდეგაც ბავშვი გადაყვანილ იქნა მახინჯაურის ბავშვთა სახლში. ქალბატონმა ელენემ შუამდგომლობით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, ფოთის მოსახლეობას და არასათავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ფონდ „სოხუმს" მხარდაჭერისათვის.
არსებული პრობლემის გადასაწყვეტად ფოთის საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია ხელმოწერების შეგროვებასა და პარლამენტამდე მისვლასაც კი გეგმავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |