ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსია გაიმართა თემაზე: ადამიანის უფლებები - ოჯახური ძალადობა და მისი აღკვეთის გზები. ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა დაუცველია. მათ არ იციან საკუთარი უფლებები.
საუბარი შეეხო პრესისა და მედიის დამოკიდებულებასაც. აღინიშნა, რომ ხშირად მედია არ იცავს ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს უმსგავსო შინაარსის გადაცემებითა თუ რეკლემებით. რაც უარყოფითად მოქმედებს მოზარდის და ზოგადად ადამიანის ფსიქიკაზე. მსგავსი სტილის გადაცემებისათვის უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური დრო - აღნიშნეს ქალბატონებმა.
შეხვედრის უმთავრესი დრო ფონდი „სოხუმის" იურისტს ინგა მაღლაფერიძეს დაეთმო. მან ადვოკატირებასა და ლობირებაზე ისაუბრა ამომრჩეველ ქალებთან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |