კვირა, 24.11.2024, 00:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22
  მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა.
 სექტემბრის თვეში ფოთში, სენაკში, წყალტუბოში, ხონში,  სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფუნქციონირებს, ჩატარდა მასტერ კლასი კულინარიაში.   
 თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ, ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ნამცხვრები, სალათები, ხაჭაპურები და ღვეზელები რომლებიც შემდგომში მონაწილეების მიერ იქნა დაგემოვნებული.
 
  პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 1025 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2010

სექტემბრის თვეში რეპროდუციული ჯანმრთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის (22.09.10), წყალტუბოს (07.09.10), ხონის (30.09.10), სენაკის (10.09.10), ხურჩას (08.09.10) და ფოთის (08.09.10) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
 მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
 შეხვედრის თემა იყო: ვირუსული და ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს კიბო, სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა და სხვა.
 აქტუალურია თითოეული საკითხი, რომელიც შეხვედრებზე განიხილება. თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემს... 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1099 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2010

„როგორ ვცხოვრობდით ომამდე" - გოგონათა კლუბმა ამ საკითხების განხილვით დაიწყო მუშაობა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მოწვეულები იყვნენ დევნილი პედაგოგები. კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ამსახველი პოზიტიური ისტორიები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობებზე იცოდნენ ახალგაზრდებმა, რათა მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო საქმიანობაში.

არანაკლებ საინტერესო იყო ხონში გამართული შეხვედრა, მონაწილეებმა ისაუბრეს  აფხაზეთის  ლიტერატურაზე. ქართველი და აფხაზი მწერლების შემოქმედებაზე.

დასასრულს, კლუბის წევრებმა საშინაო დავალებაც მიიღეს, დაწერონ ჩანახატები, ესეები, აფხაზეთის თემაზე.

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1173 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0